მთავარი გალერეა შოურილი ჩვენს შესახებ აღჭურვილობა პროდუქციის დაჯავშნა

ლაივი . ივენთები . ვიზუალური ისტორიები

9+
წელი გამოცდილება
200+
დასრულებული პროექტი
100%
ინდივიდუალური მიდგომა

ჩვენს შესახებ

Focus Studio
ფოკუს სტუდიო
2017 წლიდან

კრეატიული სივრცე,
სადაც იდეები
რეალობად იქცევა

ფოკუს სტუდიო არის კრეატიული ვიდეოპროდაქშენი, რომელიც ქმნის მაღალი ხარისხის ვიზუალურ კონტენტს თანამედროვე ბრენდებისა და პროექტებისთვის. ჩვენ ვმუშაობთ კორპორატიულ ვიდეოებზე, მასშტაბურ ივენთებზე, კონცერტებსა და ციფრულ პლატფორმებზე განთავსებულ კონტენტზე. თითოეული პროექტი იგეგმება და სრულდება მკაფიო სტრუქტურით, იდეიდან - საბოლოო პროდუქტამდე.

ჩვენი ტექნიკური შესაძლებლობები მოიცავს მოძრავ სატელევიზიო სადგურს, რომელიც აღჭურვილია 9 კამერით, რაც გვაძლევს საშუალებას ვმართოთ მაღალი დონის მრავალკამერიანი გადაღებები და პირდაპირი ტრანსლაციები პროფესიონალური სტანდარტებით.

ჩვენი მიდგომა ეფუძნება სიზუსტეს, ვიზუალურ სისუფთავესა და დეტალებზე ყურადღებას. ვცდილობთ, რომ კადრი არა მხოლოდ ტექნიკურად გამართული იყოს, არამედ სწორად გადმოსცემდეს პროექტის შინაარსსა და მიზანს.

ჩვენი მიდგომა

ჩვენი მიდგომა ეფუძნება თითოეული პროექტის უნიკალურ ხედვას. ვუსმენთ კლიენტის მიზნებს, ვქმნით კრეატიულ კონცეფციას და ვმართავთ პროცესს იდეიდან საბოლოო შედეგამდე. ჩვენი მიზანია არა მხოლოდ ვიზუალურად გამორჩეული, არამედ ეფექტური და აზრიანი ვიდეოების შექმნა.

ყოველი მომენტი
ფოკუსში

ფოკუს სტუდიო — თბილისი, საქართველო — 2017 წლიდან